Monday, May 10, 2010
პოლიტიკოსი ქალები
მთავარი თემა XX საუკუნის ქალი პოლიტიკოსები
მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეებს უნვითარდებათ გენდერული თანასწორობის უნარი , ემზადებიან მომავალში აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისათვის
მიზნები და შედეგები კვლევის უნარ–ჩვევების გამომუშავება , მსჯელობის , დასაბუთების და ლოგიკური დასკვნების უნარის განვითარება. ურთიერთ თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ჯგუფებში ეფექტური მუშაობის უნარის განვითარება.
მომავალი საზოგადოების აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბება.
შეფასების საგანი და პროცედურა ჯგუფური მუშაობის აქტივობა , ინფორმაციის მოძიება , ჩართულობა , ურთიერთშეფასება და თვითშეფასება.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ XII საუკუნიდან მოყოლებული ცნობილი პოლიტიკოსი ქალები (მეფეები და დედოფლები).
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო სახელმძღვანელო , ალბომები , ფოტომასალები , ისტ–ი , საპროექციო აპარატურა , ფორმატები , მარკერები, ფერადი ფურცლები, დაფა , ცარცი და სხვ.
სასწავლო პროექტის მსვლელობა თემის შერჩევა ხდება მოსწავლეთა და მასწავლებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით. თემის აქტუალობიდან გამომდინარე კლასი იყოფა თანაბარი შესაძლებლობების ჯგუფებად. შეირჩევა ჯგუფის ლიდერი , რომელიც გაანაწილებს ჯგუფში ფუნქციებს.
დავალებად მიეცემათ XX საუკუნის ქალი პოლიტიკოსების მოღვაწეობა მათ მიერ განხორციელებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებები (ერთი კვირის მანძილზე).
მათ უნდა შეაგროვონ ცნობები, რისთვისაც უნდა გამოიყენონ კომპიუტერი (ინტერნეტ საიტები: google.ge Wikipedia.org და სხვ. ) გააკეთონ დასკვნები ,იმსჯელონ ქალი პოლიტიკოსების შესახებ,რამდენად აქტუალურია მათი როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ბოლოს თითოეული ჯგუფი საპრეზენტაციოდ გამოიტანს პროგრამას ისტ–ის გამოყენებით.
Subscribe to:
Posts (Atom)